ფეხბურთი

13:53 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

თსუ ევროპის ფუტსალის სტუდენტური ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ევროპის ფუტსალის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. დავით ბობოხიძის გაწვრთნილმა გუნდმა პლეი ოფში გასვლა ეგრედ წოდებული სიკვდილის ჯგუფიდან მოახერხა, სადაც მეტოქეებად ესპანური „მალაგა“, პორტუგალიური „კოიმბრა“ და გერმანული „კილი“ ჰყავდა.

სადებიუტო მატჩში თსუ-ელები მალაგელებთან 1:2 დამარცხდნენ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯგუფიდან პლეი ოფში პირდაპირი გზით მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა, ჩვენი გუნდი ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა. აუცილებელი, თანაც დიდი სხვაობით გამარჯვება გვესაჭიროებოდა მომდევნო მეტოქესთან - ტურნირის მასპინძელი ქვეყნის გუნდთან. ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში იმართება, ბობოხიძის გუნდის შემდეგი ოპონენტი კი კოიმბრას უნივერსიტეტი გახლდათ, რომელთანაც ჩვენებმა უძლიერესად ითამაშეს და 10:4 მოუგეს.

ამის მიუხედავად, დარჩენილი იყო გერმანულ „კილთან“ მატჩი და სხვა მატჩებიც, რომელთა დასრულების შემდეგაც, ბურთების შეფარდებებით უნდა გამოვლენილიყო მეოთხედფინალისტების სრული ვინაობა. გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფების გამარჯვებული 5 გუნდი პირდაპირ გადიოდა მეოთხედფინალში, რომელთაც 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი ემატებოდათ.

თსუ-მ ბოლო ტურში გერმანელები 7:0 გაანადგურა და საბოლოოდ სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა. გერმანელებს 2-2 გოლი გიორგი ღავთაძემ, შაკო ჭოხონელიძემ და გიორგი ჩიმაკაძემ გაუტანეს. ერთი გოლის ავტორი გიორგი ჭოხონელიძე გახდა.

შეიძლება ითქვას, თსუ-ს არც საპლეიოფო მეტოქეში გაუმართლა. მეოთხედფინალში ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქ ბრაგას - მინიოს უნივერსიტეტი შეხვდება. ბრაგელებმა A ჯგუფში იასპარეზეს და ფრაგული რეიმსის უნივერსიტეტს 6:1 სძლიეს, ხოლო უკრაინული ლვოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 4:2 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ მინიოს უნივერსიტეტს ადგილობრივი გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა დავით ბობოხიძის გუნდმა უკვე საკმაოდ რთული ვითარებიდან დაიძვრინა თავი და პლეი ოფში გავიდა, რაც იმედს იძლევა, რომ პლეი ოფში წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გააკეთებს.

დანარჩენი მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ხარკოვი (უკრინა) - ვარშავა (პოლონეთი)
მალაგა (ესპანეთი) - ლეირია (პორტუგალია)
სანკტ პეტერბურგი (რუსეთი) - ხაენი (ესპანეთი)

თსუ-სა და მინიოს უნივერსიტეტის დაპირისპირება 20 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

გუნდი

ბ/შ

მალაგა (ესპანეთი)

3

3

0

19:3

9

თსუ (საქართველო)

3

2

1

18:6

3

კოიმბრა (პორტუგალია)

3

1

2

18:22

3

კილი (გერმანია)

3

0

3

2:26

0

თეგებითსუფუტსალი
0.118661