ფრანგული „ლილის“ პორტუგალიელი ნახევარმცველი, რაფაელ ლეანი მალე „ვალენსიას“ ფეხბურთელი გახდება. „ღამურები“ მასში 35 მილიონ ევროს იხდიან - წერს L’Equipe. გამოცემის ცნობით, კლუბებმა უკვე მოილაპარაკეს 20 წლის ლეანის ტრანსფერზე, მხოლოდ წვრილმანები დარჩა დასაზუსტებელი.
ლეანი „ლილში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა ლისაბონის „სპორტინგინდან.“ გასულ სეზონში მან 26 მატჩი ითამაშა ფრანგული კლუბის შემადგენლობაში და 8 ბურთი გაიტანა. 2016 წელს, პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მან ოქროს მედალი მოიგო. 2017-ში კი, საქართველოში ჩატარებულ 19 წლამდელთა ევროზე, ვერცხლის მედალი ირგუნა. მისი თამაშის სტილს კილიან მბაპეს თამაშს ადარებენ.