ქართული კლუბების დარად ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი ლეგიონერებიც გაისარჯნენ.
გიორგი მჭედლიშვილის „ვენტსპილსი“ სტუმრად „ტუეტას“ დაუპირისპირდა და 0:1 წააგო, მაგრამ ვინაიდან სახლში 3:0 ჰქონდა მოგებული, ბუნებრივია, შემდეგ ეტაპზე გავიდა. მჭედლიშვილმა ლატვიელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს ვაკო გვილიას „ლეგიაც“. პოლონელებმა პირველი მატჩი გიბრალტარის „ევროპას“ ვერ მოუგეს (0:0), მაგრამ ვარშავაში მეტოქეს შანსი არ მისცეს და 3:0 სძლიეს. გვილიამ ამ მატჩში, ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, 90 წუთი ითამაშა.
ცნობისთვის, „ვენტსპილსი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის „გზირა იუნაიტედს“ შეხვდება, რომელმაც ხორვატიაში სასწაული მოახდინა, ხოლო გვილიას „ლეგია“ ფინურ „კუპსთან“ გაარკვევს ურთიერთობას.