ფეხბურთი

19:57 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივართა აზრით - "რუბინში" ქართველები საუკეთესოები არიან

ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.

როგორც ყაზანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კვარაცხელიამ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ხმები მიიღო - 40%. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე ასევე ჩვენებური ზურიკო დავითაშვილი გავიდა 24%-ით.

შეგახსენებთ, დავითაშვილმა „ლოკომოტივთან“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 66 წუთი გაატარა. კვარაცხელია კი თამაშში სწორედ მის ნაცვლად ჩაერთო და 76-ე წუთზე გატანილი გოლით „რუბინს“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოუტანა.

0.136782