ჩოგბურთი

18:20 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ფრანგულ ტურნირს გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) ასპარეზობა დაასრულა.

შაფათავამ კვალიფიკაციასა და ძირითად ბადეში ჯამში 3 გამარჯვება იზეიმა, დღეს კი, მერვედფინალში, მე-7 ნომრად განთესილ ბულგარელ ელიცა კოსტოვას გაეჯიბრა და 4:6, 1:6 დამარცხდა.

0.131082