ფეხბურთი

15:39 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კოხრეიძე: "შეუძლებელი არაფერია, ზაგრების "დინამოს" დამარცხებაც შეგვიძლია"

თბილისის „საბურთალოს“ თავდამსხმელმა გიორგი კოხრეიძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ზაგრების „დინამოსთან“ მატჩისწინ ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, თუ „საბურთალო“ ჩვეული თამაშის ჩვენებას მოახერხებს, გამარჯვებაც შესაძლებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ კოხრეიძე ხორვატიის ჩემპიონის წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს და გავრცელებული ცნობა, თითქოს ორი ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

კოხრეიძის ინტერვიუს „საბურთალოს“ ვებგვერდთან უცვლელად გთავაზობთ.

გიორგი, შეაფასეთ ტირასპოლისშერიფთანმატჩები?

– პირველ შეხვედრაში ჩვენ უფრო მოტივირებულები და მონდომებულები გავედით მინდორზე, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. როგორც ჩანს, მეტოქემ არ დაგვაფასა სათანადოდ. თბილისურ შეხვედრაში სულ სხვა “შერიფი” ვიხილეთ, მეტოქემ თავისი ძალა დაგვანახა. მიუხედავად იმისა, რომ 0:3 ვაგებდით, გამოვნახეთ ძალები და მატჩის ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დასრულება მოვახერხეთ. ძალიან რთული, დაძაბული და საინტერესო მატჩი იყო, ემოციებით სავსე. მიხარია, რომ ეს ბარიერი დავძლიეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეძლოსაბურთალომშემდეგ ეტაპზე გასვლა?

– უფრო მონდომებულები, მოტივირებულები ვიყავით, ვიდრე მოწინააღმდეგე. ბევრი ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ და დაგვიფასდა. ჩვენთან შედარებით “შერიფი” გამოცდილი კლუბია, მაგრამ კონკრეტულ შეხვედრაში ჩვენ უკეთესად მოვემზადეთ და დამსახურებულად გავედით მეორე ეტაპზე.

თბილისური მატჩის დასრულების შემდეგ, “შერიფისმთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა კომპლიმენტები მოგიძღვნათ

– სასიამოვნო იყო, გამიხარდა ძალიან.

რამდენიმე დღეშისაბურთალოსმორიგი გამოცდის ჩაბარება უწევს, ამჯერად მეტოქე ბევრად ძლიერია. როგორია ზაგრებისდინამოსთანმოლოდინი?

– მომავალი მოწინააღმდეგე იმაზე ძლიერია, ვიდრე “შერიფი”. “დინამო” ისტორიული და ბევრად გამოცდილი კლუბია, სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თუ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი და მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად შევასრულეთ, დარწმუნებული ვარ მოვიგებთ.

თქვენსაბურთალოსაღზრდილი ხართ. გაიხსენებთ ბავშვობის დრო, როგორ დაიწყო თქვენი კარიერასაბურთალოში”?

– თავიდან 1998 წლიანების მესამე გუნდში ვთამაშობდი, თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ მოვუმატებდი და დამაწინაურებდნენ. რამდენიმე წლის წინ კარგი სეზონი ჩავატარე, შემდეგ “სალერის თასზე” თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომცეს. უკრაინული “დნიპროს” მატჩის დასრულების შემდეგ, პირველ გუნდში ვარჯიშის შანსი მომეცა, მას შემდეგ “საბურთალოს” მთავარი გუნდის ფეხბურთელი ვარ.

წარმოიდგენდით, რომსაბურთალოჯერ ქვეყნის ჩეპიონი გახდებოდა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპს გადალახავდა?

– პირველ ლიგაში რომ ვთამაშობდით, ისე მიდიოდა საქმე, ვგრძნობდი, რომ უმაღლეს ლიგაში გადავიდოდით. “საბურთალოში” ამბიციური და კვალიფიციური ხალხი მუშაობს. მჯეროდა, რომ ქვეყნის ჩემპიონები გავხდებოდით, თუმცა რამდენიმე წლის მერე. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ვითამაშებ, კარგი იქნება თუ “საბურთალოს” შემადგენლობაში იქნება.

0.136458