ჩოგბურთი

16:00 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე და ცივაძე მეოთხედფინალში ითამაშებენ

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გააღწია.

მე-3 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ იაპონელი აკიკო ომაე 7:6, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში მე-5 განთესვის მქონე ჩინელ ქსინიუ ვანგს გაეჯიბრება.

მეოთხედფინალში გავიდა გიორგი ცივაძეც, რომელიც თელავის 15-ათასიან ტურნირზე ირჯება. ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი ამაური დელმას 0:6, 6:4, 6:4 სძლია და შემდეგ წრეში პირველი განთესვის მქონე ჩეხ დავიდ პოლიაკს გაეჯიბრება.

დღესვე, წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალის ეგიდით, ცივაძე და რუსი იან ბონდარევსკი ნიკოლოზ დავლიანიძესა და ბელარუს ალიაკსანდრ ბულიცკის დაუპირისპირდებიან.

ტუნისურ ტაბარკაში, 15-ათასიან ტურნირს გამოეთიშა ზოზია ქარდავა. მე-5 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში ფრანგ მაელის ბუგრასთან 6:7 (2:7), 6:1, 2:6 დამარცხდა.

0.126421