ლონდონის „ტოტენჰემმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომლითაც გუნდი 2019-20 წლების სეზონში ითამაშებს.
საშინაო ფორმა ტრადიციულ ფერებშია შესრულებული - თეთრი მაისურები და მუქი ლურჯი შორტები. საგარეო ფორმა კი მთლიანად მუქი ლურჯია.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემის“ ტექნიკური სპონსორი ამერიკული ფირმა Nike-ია.
პრემიერლიგის გასულ სეზონში „დეზებმა“ 71 ქულა მოაგროვეს და მეოთხე ადგილზე გავიდნენ.