ჩოგბურთი

12:27 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანმარინოელმა ჩოგბურთელმა დევისის თასის მატჩი 47 წლისამ მოიგო

სანმარინოელმა ჩოგბურთელმა, დომენიკო ვიჩიჩიმ, დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეოთხე ჯგუფის მატჩში, კოსოვოელ გენც სელიტას მოუგო. მატჩის დროს ვიჩიჩი 47 წლის და 318 დღის იყო, რაც რეკორდია. ის დევისის თასის მატჩის ყველაზე ასაკიანი მონაწილე გახდა.

ვიჩიჩის დებიუტი დევისის თასზე 1993 წელს ჰქონდა. ხუთი წლით ადრე, სანამ სელიტა დაიბადებოდა...

სან მარინოსა და კოსოვოს სერიაში ანგარიშია 1:1.

0.116501