ფეხბურთი

10:45 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსიამ“ „ბეტისს“ ფეკირისთვის ბრძოლაში აჯობა

ფრანგული „ლიონის“ შემტევი, ნაბილ ფაკირი, დიდი ალბათობით, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. Le10sport.com-ის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის შეძენა „ვალენსიას“ და „ბეტისს“ სურთ.

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ ფეკირი სევილიურ კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და ფეკირი ალბათ „ვალენსიას“ ფეხბურთელი გახდება. საქმე ის არის, რომ ფეკირს თავად სურს ვალინსიაში გადაბარგება. ასევე „ღამურები“ მზად არიან მასში 30-40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ფეკირის გადაბირება „სევილიას“ და „მილანსაც“ სურდათ. „ლივერპულს“ კი თითქმის ნაყიდი ჰყავდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმების შემდეგ, მისი მუხლის მდგომარეობამ დააეჭვათ.

0.117195