ფეხბურთი

9:48 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას „სიტიში“ დანი ალვეშის ხილვა სურს, მაგრამ ხელს ლეგიონერების ლიმიტი უშლის

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას, თავის გუნდში ბრაზილიის ნაკრების კაპიტნის, დანი ალვეშის ხილვა სურს, რომელთანაც ადრე „ბარსელონაში“ უმუშავია. მაგრამ ტრანსფერს ხელი შესაძლოა, ლეგიონერების ლიმიტმა შუშალოს - გვამცნობს Globo Esporte.

რეგლამენტის მიხედვით, პრემიერლიგაში გუნდს შეიძლება ერთდროულად 17 ლეგიონერი ჰყავდეს. ამიტომ ალვეშის დასამატებლად, რომელიც თავისუფალი აგენტია, „ქალაქელებს“ ერთი მცველის გაყიდვა მოუწევთ და ეს, სავარაუდოდ, დანილო იქნება.

36 წლის ალვეშმა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ახლახან კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა. ამისდაკვალად, ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა მსოფლიოში. ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. გასული სეზონი მან „პარი სენ-ჟერმენში“ გაატარა.

0.11792