ძიუდო

13:43 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი - "ოქროს ლიგა"

17 ივლისს ძიუდოს აკადემიაში გაიმართება ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი “ოქროს ლიგა“ , სადაც წინასწარი ეტაპის 8 საუკეთესო კლუბი იასპარეზებს. „ოქროს ლიგის“ საპრიზო ფონდი 210 ათასი ლარია. შეჯიბრი 14:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 9 მარტს ქალაქ თელავში გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 56 კლუბი მონაწილეობდა. გამოვლინდა 8 საუკეთესო კლუბი, რომელიც "ოქროს ლიგაში“ იასპარეზებს: "არსენა" (საგარეჯო), "ახმეტა" (ახმეტა), "გლადიატორი" (გურჯაანი), "ვარსკვლავი 2024" (მცხეთა), "ვიპ ძიუდო" (გორი), "მებრძოლი 2015" (თბილისი), "შევარდენი" 2005 (თბილისი), "ჯორჯია" (თბილისი).

აღსანიშნავია, რომ შარშან "ოქროს ლიგაში“ მოასპარეზე რვა კლუბიდან წლეულს მონაწილეობის უფლება მხოლოდ ორმა კლუბმა "შევარდენი 2005“-მა და "ვიპ ძიუდომ“ მოიპოვა. გამარჯვებული კლუბი 50 ათას ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული კლუბი - 40 ათას ლარს. მესამეადგილოსნები 30 ათას ლარს მიიღებენ.

მესამე ადგილისთვის შეხვედრებში დამარცხებულ კლუბებს 20 ათასი ლარი შეხვდებათ, ხოლო მეშვიდე ადგილზე გასულ კლუბებს - 10 ათასი ლარი.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკებს შორის წლეულს მეშვიდედ ტარდება. წინა ექვსივე ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის “შევარდენი 2005“ გახდა.

დებულება

კლუბების შემადგენლობა

კენჭისყრა

0.119597