ინგლისური პრემიერლიგის დებულებაში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში რომელ გუნდს მიენიჭება უპირატესობა. ეს წესი მოქმედებაში უკვე მომავალი, 2019-20 წლების სეზონიდან შევა ძალაში - გვამცნობს BBC.
თუ ადრე თანაბარი ქულების დაგროვების შეემთხვევაში უპირატესობა გატანილი და მიღებული ბურთების უკეთეს ბალანსს ენიჭებოდა, ამიერიდან მთავარი კრიტერიუმი იქნება თანაბარქულიანთა უშუალო შეხვედრები.
შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონის ბოლოს მანჩესტერულმა გუნდებმა თანაბარი ქულები დააგროვეს და ჩემპიონი „სიტი“ გახდა, რადგან „იუნაიტედზე“ უკეთესი ბურთების ბალანსი ჰქონდა.