ფეხბურთი

0:55 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საგა დასრულდა: მატის დე ლიხტი ტურინშია (+VIDEO)

საგა დასრულებულია და სამედიცინო შემოწმებაზე თუ არ ჩავარდება, მატის დე ლიხტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი იქნება.

ჰოლანდიელი მცველი ეს-ესაა ტურინში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ოფიციალურად ხელს მოაწერს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი ადასტურებს.

გარიგების ფინანსური დეტალები ცნობილია:

„აიაქსი“ 75 მილიონ ევროს მიიღებს, დე ლიხტი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ხელფასი 7.5 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ ბონუსების სახით 12 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს. 19 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ის ძალაში მხოლოდ 2022 წლიდან შევა. მოტივი კი ფეხბურთელის შენარჩუნებაა.

0.102915