ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც ჰოლანდიურ ამერსფოორტში მიმდინარე ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 46 600 ევრო) ირჯება, ერთეულთა შეჯიბრს მე-2 წრეში გამოეთიშა.
მეტრეველმა პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე ჰოლანდიელი ნილს ლოოტსმა 6:3, 4:6, 6:4 დაამარცხა, დღეს კი, მე-5 ნომრად განთესილ გერმანელ მატს მორაინგთან 3:6, 1:6 წააგო.
დღესვე, წყვილთა ტურნირში მეტრეველი და ხორვატი ტომისლავ დრაგანია ფრანგებს – ელიოტ ბენშეტრისა და იოჰან ტატლოს გაეჯიბრებიან.