ჩოგბურთი

14:10 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ძირითად ბადეშია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ფრანგულ ბიარიცში მიმდინარე 80-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გააღწია.

კვალიფიკაციაში მე-7 ნომრად განთესილმა შაფათავამ პირველ წრეში ფრანგ ანგელ დევოს 6:0, 6:0 სძლია, გადამწყვეტ რაუნდში კი კიდევ ერთ მასპინძელ მანონ არკანიოლის (მე-9) აჯობა – 6:3, 6:2.
ძირითად ბადეში სოფოს მეტოქე ასევე საფრანგეთის წარმომადგენელი, “უაილდ ქარდის” მქონე სელენა იანიჩევიჩი იქნება.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და იტალიელი კრისტიანა ფერანდო ფრანგებს – სარა ჩაკარევიჩსა და მარგო იეროლიმოსს გაეჯიბრებიან.
ყაზახურ ნურ-სულთანში ასევე 80-ათასიან ტურნირში სცდის ძალებს მარიამ ბოლქვაძე. ქართველ ჩოგბურთელს მე-3 განთესვა გააჩნია და პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს ეთამაშება.
ტუნისში რჩება ზოზია ქარდავა, რომელიც მორიგ 15-ათასიან შეჯიბრში ჩაერთვება. მე-5 განთესვის მქონე ქართველი ჩოგბურთელი საწყის რაუნდში ფრანგ მანონ პერალს ეთამაშება.

0.111041