ფეხბურთი

11:49 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ: „კოშელნის ძალიან სტკივა „არსენალის“ სიტუაცია“

„არსენალის“ ყოფილ თავდამსხმელს, ოლივიე ჟირუს, ვერ აუხსნია კლუბის ფრანგი კაპიტნის, ლორან კოშელნის გარშემო არსებული სიტუაცია. ცნობილი გახდა, რომ კოშელნი გუნდს წინასასეზონო შეკრებაზე არ გაჰყვა.

„ლოლო ჩემი საუკეთესო მეგობარია. მას 10 თუ 11 წელიწადია ვიცნობ. ჩვენ ჯერ კიდევ საფრანგეთის მეორე დივიზონში ვთამაშობდით ერთად.

მან „არსენალში“ ცხრა წელიწადი გაატარა და ყოველთვის პროფესიონალურად იქცეოდა, ახალგაზრდებისთვისაც მისაბაძი მაგალითი იყო.

ისიც ვიცი, რომ „არსენალის“ მადლობელიცაა, პრემიერლიგაში თამაშის საშუალების მიცემისთვის. ვერაფრით ვხვდები სიტუაციას. ძალიან მწყინს, რადგან ის შესანიშნავი ადამიანია, მედია კი მის დისკრედიტაციას ცდილობს.

ერთი ნამდვილად ვიცი: მას ძალიან სტკივა ეს სიტუაცია.“ - უთხრა ჟირუმ BBC-ს.

წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოშელნის ფრანგული „ბორდო“ იწვევს კარგი პირობებით. მან „არსენალის“ ხელმძღვანელობას კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

0.136471