ფეხბურთი

9:46 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიემ სარის მოღალატე უწოდა

„ნაპოლის“ გარემარბი, ლორენცო ინსინიე, მაურიციო სარის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა.

„ჩვენთვის, ნეაპოლელებისთვის, ასეთი ქცევა ღალატის ტოლფასია. ახლა ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ის თავისი „იუვენტუსიანად“ დავამარცხოთ. სკუდეტო ჩვენი ოცნებაა და ვეცდებით, წლეულს ჩემპიონები გავხდეთ.“ - უთხრა ინსინიემ Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ სარის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის „ჩელსი“ იყო, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგა მოიგო.

მანამდე, 2015-18 წლებში, ის „ნაპილის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

0.11797