ჩოგბურთი

23:00 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საჩოგბურთო ტურნირი თელავში

თელავში სტარტი აიღო ვაჟთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარია. კვალიფიკაციაში 4 ჩვენებური ჩაება, თუმცა, პირველი წრის დაძლევაც კი ვერცერთმა მოახერხა.

ლაშა გიორგი კიკვიძე ამაური დელმასთან (საფრანგეთი) 1:6, 0:6 დამარცხდა, ნიკოლოზ დავლიანიძე მატვეი ხომენტოვსკის (რუსეთი) ვერ გაუმკლავდა – 0:6, 5:7, დავით ჭელიძემ დენის პარშუტინთან (უკრაინა) წააგო – 1:6, 1:6, ხოლო ირაკლი მეტრეველი ივან მიხაილიუკმა (რუსეთი) დაჯაბნა – 7:5, 6:1.
ტურნირის ძირითად ბადეში ასევე ოთხ ქართველ ჩოგბურთელს ვიხილავთ. საბა ფურცელაძე მიხაილ ფუფიგინს (რუსეთი) ეთამაშება, გიორგი ცივაძე – მიკალაი ჰალიაკს (ბელარუსი), მიხაილო კვანტალიანი – ვიკტორ ნიკიტინს (რუსეთი), ხოლო ზურა ტყემალაძე – ალექსეი ზახაროვს (რუსეთი).

0.108983