როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ურეკში დასრულებული საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული აჭარის წარმომადგენელი “ნონა” გახდა. ამ გუნდმა შვიდ ტურში 12 ქულა მოაგროვა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ “რუსთავს” და “კახეთს” 2-2 ქულით გაუსწრო.
დასკვნით ტურში ცენტრალურ პარტიებში ყაიმები დაფიქსირდა: “ნონა” “თბილისს” დაუზავდა, ხოლო “კახეთი” – “რუსთავს”.
ცნობისთვის, ჩემპიონი გუნდის ღირსებას გაიოზ ნიგალიძე (2538), დავით ჯოჯუა (2571), ნინო ბაციაშვილი (2426), სალომე მელია (2464) და ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2179) იცავდნენ, საუკეთესო შედეგი კი ჯოჯუას ჰქონდა, რომელმაც საწყისი 5 პარტია მოიგო, ბოლო 2 კი ფრედ დაასრულა.
ისიც ვთქვათ, რომ ხსენებულმა “თბილისმა”, რომლის პირველ ორ დაფაზეც საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2708) და მიხეილ მჭედლიშვილი (2603) თამაშობდნენ, 8 ქულით მხოლოდ მე-5 პოზიცია დაიკავა.