სხვა

22:34 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

წაგება ორი წლით უფროს მაკედონიასთან  

ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი 15-29 წააგო მაკედონიასთან და ხვალ, ჯგუფური ეტაპის მეორე დღეს, მასპინძლებს ეთამაშება.

კლაიპედის ჩემპიონატის ასაკობრივი ცენზია 19 წლამდე, ხოლო ჩვენი გუნდის 16-დან 13 ხელბურთელი 17-წლამდელთა ნაკრების წევრია. შესაბამისად, ლიეტუვაში გუნდს მიზნად აქვ მზადება ჩვიდმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატითვის, რომელიც 3-11 აგვისტოს გაიმართება თბილისის სპორტის სასახლეში.

მაკედონიასთან შეხვედრის დასაწყისში საქართველოს თავიდან 3-1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ კრიზისი დაუდგა, რომლის დროსაც მეტოქე დაწინაურდა, პირველი ტაიმი კი უჩვეულო ანგარიშით, 11-4 დასრულდა. მეორეში საქართველოს ნაკრებმა 11 გოლი გაიტანა და 18 გაუშვა. ჩვენი გუნდიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო ნენო ჯგერენაიამ, რომელმაც 7 გოლი გაიტანა.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში შვეიცარიამ 31-21 მოუგო ლიტვას. ხვალ თამაშობენ მაკედონია-შვეიცარია, ლიტვა-საქართველო. ჯგუფებიდნ 2-2 საუკეთესო გუნდი ბრძოლას პირველობისთვის გააგრძელებს, ხოლო დანარჩენები მე-5-8 დგილებისთვის ითამაშებენ.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019 ქალები 19

შვიტურიო არენა. კლაიპედა, ლიეტუვა. 15-21 ივლისი

B ჯგუფი: მაკედონია 2, შვეიცარია 2, ლიტვა 0, საქართველო0

15 ივლისი. შვეიცარია - ლიტვა 31-21, საქართველო - მაკედონია 15-29

საქ: ჩავჩიძე, ჯიქურაშვილი - ჯგერენაია 7, დვალიშვილი 3, ე. ჩხაიძე 3, გაგნიძე 1, ა. ჩხაიძე 1, გოგია, ბურკაძე, კორძაია, ქ. ცინცაძე, იაშვილი, საბაშვილი, ქებაძე, ბჟალავა, კომახიძე

მკდ: მიჩევსკა, ილიაზი - ტალევსკა 5, სედლოსკა 4, სმაილოსკა 4, კალაიჯიევსკა 3, კიპრიანოვსკა 3, ტრპევსკა 3, დამჩევსკა 2, ტრაიკოვიჩი 2, დიატევსკა 1, გიორგიევსკა 1, იანკულოვსკა 1, ბოჟინოვსკა, ცვეტანოვსკა, დინარიცა

მსაჯები: კორია, მეცამიაკი (ფინ), დელეგატები: მასიჩი (სრბ), მარეიროსი (პორ)

15 ივლისი, 18:00 მაკედონია - საქართველო; 16 ივლისი, 20:00 საქართველო - ლიეტუვა

18 ივლისი, 18:00 შვეიცარია - საქართველო. 20 ივლისი: ნახევარფინალი, 21 ივლისი: ფინალი

A ჯგუფი: ჩეხეთი 2, თურქეთი 2, კოსოვო 0, ფარერები 0

ჩეხეთი - ფარერები 33-25, თურქეთი - კოსოვო 28-24

0.168864