ფეხბურთი

21:29 | 15.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის შვილი პორტუგალიურ გუნდში გადავიდა

როგორც ჩანს კვიცი გვარზე ყოველთვის არ ხტის - ზინედინ ზიდანის შვილი, ენცო ზიდანი მაინცდამაინც ვარსკვლავებს არ ეთამაშება. 24 წლის ფეხბურთელი ამიერიდან „ავეშის“ ღირსებას დაიცავს.

როგორც პორტუგალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ენცოს აქამდე „რეალის“ მეორე გუნდში, „ალავესში“, „ლოზანასა“ და „რაიო მახადაონდაში“ უთამაშია, თუმცა სერიოზული წარმატების გარეშე.

0.122046