ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) პეტრა ნუროვსკის სახელობის ყოველწლიურ პრემიაზე კანდიდატთა განაცხადების მიღება დაიწყო.
მე-9 დაჯილდოვების ცერემონიალი ითვალისწინებს ზაფხულის სახეობათა საუკეთესო ევროპელი ახალგაზრდა სპორტსმენის დაჯილდოვებას.
მონაწილეთა საბოლოო სია 9 სექტემბრის მერე გამოქვეყნდება, როდესაც ევროპის ყველა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს.
2016 წლამდე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენები ვლინდებოდა ზაფხულისა და ზამთრის სპორტის სახეობათა წარმომადგენლებს შორის. ბოლო სამი წლის განმავლობაში ცალ-ცალკე ვლინდებიან ზაფხულისა და ზამთრის სახეობების საუკეთესო სპორტსმენები.
ლაურეატი დასახელდება 26 ოქტომბერს, ვარშავის EOC-ის გენერალურ ასამბლეაზე.
გამარჯვებულს პეტრა ნუროვსკის სახელობის პრემიის გარდა, ფულადი ჯილდოც გადაეცემა, რომლის გამოყენების უფლებაც სააგანმანათლებლო მიზნებით შეეძლება.
პრემია დაწესდა 2011 წელს პოლონეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პეტრ ნუროვსკის საპატივცემულოდ, რომელიც 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკის სიახლოვეს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
www.geonoc.org.ge