უიმბლდონის დასრულების შემდეგ ATP-მ რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ ბასილაშვილი კვლავაც მე-16 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი ჩოგბურთელის აქტივში 1 995 ქულა გახლავთ.
მოწინავე ათეულში პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თითო პოზიციით დაწინაურდნენ კარენ ხაჩანოვი და ფაბიო ფონინი.
რაც შეეხება ლიდერთა სამეულს, უცვლელია - უიმბლდონის ტრიუმფატორი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველია, ხოლო კვალში რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი უდგანან.
ერთიც, უნდა აღინიშნოს რობერტო ბაუტისტა აგუტის პროგრესი, რომელიც ერთბაშად 9 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად მე-13 ადგილზე დამკვიდრდა.
1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) - 12 415 ქულა
2. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) - 7 945
3. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) - 7 460
4. დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 4595
5. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) – 4 325
6. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 4045
7. კეი ნიშიკორი (იაპონია) – 4 040
8. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი) – 2 890
9. ფაბიო ფონინი (იტალია) – 2 785
10. დანილ მედვედევი (რუსეთი) – 2 625
...16. ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო) – 1 995