ქართველმა ძიუდოისტმა გელა ზაალიშვილმა (+100 კგ.) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ გრან პრიზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.
ზაალიშვილი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში უზბეკ ბეკმურდ ოლტიბოევს გაეჯიბრა და მართალია, მეტოქეს ვაზარით ჩამორჩა, თავად 2 ვაზარის დაფიქსირება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ გელამ უნგრული შეჯიბრი იტალიელ ვინჩენცო დ’არკოსთან აღებული ვაზარით გახსნა, რუს სოსლან ბოსტანოვსა და სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს იპონებით აჯობა, ნახევარფინალში კი იპონითვე იაპონელ კოკორო კაგუერასთან დამარცხდა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტის გრან პრი 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში იაპონიის, ყაზახეთისა და მონღოლეთის კვალად, მე-4 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ავიდა, დღეს კი, ბრინჯაოს მედალი ბექა ღვინიაშვილმაც მოიპოვა.