ფეხბურთი

13:10 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პერინი "ბენფიკაში" გადასვლასთან ახლოსაა

იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" მეკარე მატია პერინი შესაძლოა "ბენფიკაში" გადავიდეს. როგორც Sky Sport Italia იუწყება, ლისაბონელები ტრანსფერთან ახლოს არიან. პორტუგალიელები იტალიელებს 15 მილიონ ევროს გადაუხდიან და გარიგება უახლოეს მომავალში დასრულდება.

პერინი "ჯენოას" აკადემიაში თამაშობდა და პირველ გუნდში 2010 წლიდან ირჯებოდა. "იუვენტუსში" მატია 2018 წელს გადავიდა. გასულ სეზონში მეკარემ მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა, გაუშვა რვა გოლი და ხუთ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.112245