რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა მოსკოვის „სპარტაკმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სოჭი“ მიიღო. თითქოს, „სახალხო გუნდი“ გამოკვეთილი ფავორიტი გახდათ, მაგრამ მსაჯის მესამე კომპენსირებულ წუთზე გატანილი გოლით მოიგო - 1:0.
სამუელ ჟიგომ ფერნანდოს კუთხურის შემდეგ თავით დალაშქრა მეტოქის კარი და „სპარტაკს“ სეზონი გამარჯვებით დააწყებინა. მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო ჯანო ანანიძე, მაგრამ 65-ე წუთზე შეცვალეს.
ჯიმი ტაბიძის „უფა“ ეკატერინბურგში, „ურალს“ ესტუმრა და უხვგოლიან შეხვედრაში 2:3 წააგო. სტუმართა ქართველი შეუცვლელად გაისარჯა.