ბელგიური „გენტის“ ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე 2019-2020 წლების სეზონში ახალი ნომრით ითამაშებს. როგორც „გენტის“ ვებგვერდზე განთავსებულ სეზონის განაცხადშია აღნიშნული, გიორგი ბელგიელთა 10-იანი იქნება.
აქამდე ჩაკვეტაძე 7-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, რომელიც ამიერიდან რომან იარემჩუკის საკუთრებაში იქნება.
გიორგი ქვილითაია კვლავინდებურად მე-13 ნომრით გაირჯება, ხოლო მესამე ჩვენებური გიორგი ბერიძე განაცხადში შეყვანილია, მაგრამ ჯერჯერობით ნომერი არ აურჩევია.