ფეხბურთი

22:18 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" დანიელი მცველი დაიმატა

დანიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "სამპდორიას" ყოფილი მცველი იოაკიმ ანდერსენი კარიერას "ლიონში გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი ახალ გუნდში 2024 წლის ივლისამდე ითამაშებს. მცველის ტრანსფერი "ლიონს" 22 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

ანდერსენმა კარიერა "მიდტიულანდში დაიწყო და 2013 წელს "ტვენტეს" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა. "სამპდორიაში" დანიელი 2017 წელს გადავიდა. გასულ სეზონში იოაკიმმა 34 მატჩი ჩაატარა. დანიის ნაკრებში მცველი მიმდინარე წელს გამოიძახეს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ განაცხადში ხვდება ხოლმე.

0.11227