დღეს იწყება ევროპის 20-წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატის B დივიზიონის გათამაშება. ტურნირის მონაწილე 21 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები ერთადერთ 6-გუნდიან ჯგუფში მოხვდა:
A ჯგუფი: უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ბელარუსი, რუსეთი
B ჯგუფი: ჩეხეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ფინეთი
C ჯგუფი: შვედეთი, კოსოვო, ჰოლანდია, საქართველო, სომხეთი, ესტონეთი
D ჯგუფი: პორტუგალია, ლუქსემბურგი, ბელგია, ჩრდილო მაკედონია, სლოვაკეთი
გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას საუკეთესო სამეულში მოსახვედრად განაგრძობს. სწორედ 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს ელიტარული, A დივიზიონის საგზურს. ჯგუფიდან ვერგასული გუნდები 9-21 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპში გააგრძელებენ ასპარეზობას.
www.gbf.ge