ფეხბურთი

12:20 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ უნგრულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ბუდუ ზივზივაძემ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა და კარიერას უნგრეთის ჩემპიონატის ბინადარ კლუბში - „მეზოკოვესდში“ გააგრძელებს.

ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თავის მხრივ კი „მეზოკოვესდ ჟორისმა“ 25 წლის თავდამსხმელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

ზივზივაძე გუნდში სერბი თავდამსხმელის და საუკეთესო ბომბარდირის, სტეფან დრაჟიჩის ნაცვლად მიიწვიეს, რომელმაც ჩინეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში თამაში ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე ქუთაისის „ტორპედოს“ ყაზახეთში არ გაყვა, მიზეზად კი ტრავმა დასახელდა. იმერული კლუბი კი ზაფხულში უკვე 13-მა ფეხბურთელმა დატოვა. აქვე გეტვით, რომ ქართველ ფორვარდს აქამდე თბილისის „დინამოში“, „სამტრედიაში და დანიურ „ესბიერგში“ აქვს ნათამაშები.

0.123279