ფეხბურთი

23:47 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინომ "პრო ვერჩელი" ჩაიბარა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალბერტო ჯილარდინომ სერია C-ს A ჯგუფის გუნდი "პრო ვერჩელი" ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. კონტრაქტის დეტალები ცნობილი არაა.

ჯილარდინომ საფეხბურთო კარიერა გასულ წელს დაასრულა და მიმდინარე წელს "რეზატოს" წვრთნიდა. "პრო ვერჩელი" კი გასულ სეზონში სერია B-ში გადასვლას ცდილობდა, თუმცა პლეი-ოფში დამარცხდა.

0.124721