ფეხბურთი

17:40 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სმოლოვი: "კვარაცხელია ძალიან კარგი ბიჭია და მისი წარმატება გამიხარდება"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა ფიოდორ სმოლოვმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და წარმატებები უსურვა. რუსი ფეხბურთელის განცხადებით, ხვიჩა პოზიტიური პიროვნებაა და მისი წარმატება მხოლოდ გაუხარდება.

„კარგ მომავალს ვუსურვებ, ძალიან თავაზიანი და პოზიტიური ბიჭია, მართალია რუსულად ვერ საუბრობ, მაგრამ ალბათ სწორედ ამიტომაცაა ასეთი თავაზიანი და პოზიტიური. პირადად მე გამიხარდება თუ თავის შესაძლებლობებს რუსეთის პრემიერლიგაში წარმოაჩენს, თუ უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება, რატომაც არა?“, - თქვა სმოლოვმა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ლოკომოტივში“ 6 თვე იჯარით თამაშობდა, ცოტა ხნის წინ კი ყაზანის „რუბინთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები პრემიერლიგის პირველ ტურში 13 ივლისს, ერთმანეთს შეხვდებიან.

კვარაცხელიამ "ლოკომოტივში" 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა და სწორედ "რუბინის" კარში, რომლის ღირსებასაც ამჟამად იცავს.

0.126878