ფეხბურთი

11:51 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელმა რეპერმა განაცხადა, რომ სტარიჯმა მას ძაღლის პოვნისთვის შეპირებული თანხა არ გადაუხადა

ამერიკელმა რეპერმა, კილა ფეიმმა „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, დენიელ სტარიჯი, ტყუილში ამხილა.

10 ივნისს საღამოს, ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ მისი ძაღლი იპოვნეს. დენიელმა ყველას მადლობა გადაუხადა, თუმცა მპოვნელის სახელი კონკრეტულად არ დაუსახელებია.

კილამ სოციალურ ქსელში სტარიჯთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: „ბიძაშვილთან ერთად ძაღლი ვიპოვნე, მაგრამ არანაირი ჯილდო. ეს არასწორია. ნუ სთავაზობ ჯილდოს ადამიანებს, თუ გადახდას არ აპირებ.“ - ცხარობდა კილა.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, სტარიჯის სახლი გაქურდეს ლოს ანჯელესში. წაიღეს რამდენიმე ჩანთა და ძაღლიც ზედ მიაყოლეს. სტარიჯმა თავის „ტვიტერში“ დაწერა: ვინ ძაღლს იპოვნის, ნებისმიერ თანხას გადავუხდიო.

0.12905