ფეხბურთი

3:50 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერიკა შუკაკიძე: "გუნდში ამაღლებული განწყობაა, რაც გარკვეულწილად "საბურთალოს" ბრწყინვალე გამარჯვებამ განაპირობა"

საჩხერის „ჩიხურას“ გენერალურმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ „ფოლა ეშთან“ მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდს შუკაკიძემ განუცხადა, გუნდში კარგი განწყობაა და ეს გარკვეულწილად „საბურთალოს“ გამარჯვებამ განაპირობა.

„გუნდში საკმაოდ მაღალი საბრძოლო განწყობაა და სხვათა შორის, ეს განწყობა გარკვეულწილად „საბურთალოს“ ბრწყინვალე გამარჯვება შექმნა. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ქართულ ფეხბურთს და კერძოდ, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“. ეს არის ძალიან კარგი გადამდები და იმედია, ჩვენი განწყობა მოედანზე აისახება.

ბიჭები იმედიანად არიან და ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის დადებითი შედეგით დასრულდება შეხვედრა და თბილისში კომფორტული უპირატესობით დავბრუნდებით. პირობები ძალიან კარგია, უნდა აღვნიშნო, რომ მეტოქე ძალიან მეგობრულად დაგვხვდა, ყველანაირი პირობა შეასრულეს და ჩვენც ანალოგიურად დავუხვდებით. დანარჩენს კი ხვალ მატჩი გვიჩვენებს“, - თქვა შუკაკიძემ.

აქვე გეტყვით, რომ „ფოლა ეშისა“ და „ჩიხურას“ მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

0.112352