ფეხბურთი

20:45 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "ჩვენ არავის გვეშინია"

ქუთაისის „ტორპედო“ ხვალ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შიმქენთის „ორდაბსს“ დაუპირისპირდება. მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა ქუთათურთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე კარგად შეისწვალეს და მათ რიგებში მთავარ ხიფათს ზიგი ბადიბანგასგან ელოდებიან. თუმცა, ჩხეტიანი დასძენს, რომ „ტორპედოს“ არავის შიში არ გააჩნია.

„ყაზახეთში ცოტა ხნის წინ ჩამოვედით, სასტუმროში დავბინავდით და ხვალინდელი მატჩისთვის ვემზადები. სამწუხაროდ 12-მა ფეხბურთელმა დაგვტოვა, შესაბამისად, ახლა თითქმის ახალი გუნდი გვყავს, თუმცა ხვალინდელი თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით.

დიახ, აქ ძალიან ცხელა, მაგრამ ეს უარყოფითად იმოქმედებს არამარტო ჩვენს, არამედ თქვენს გუნდზეც. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტურნირზე ვთამაშობთ, საქართველოს ჩემპიონატში თუ ევროპა ლიგაზე - ყველა მნიშვნელოვანია. თამაშისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვემზადებით და ფეხბურთელები, რომლებიც ფორმაში არიან ნებისმიერ ტურნირზე ბოლომდე თამაშობენ.

„ორდაბასის“ თამაში კარგად შევისწავლეთ, ვუყურეთ ამ გუნდის მატჩებს. კარგი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს კახა ცხადაძის სახით. ყველაზე სახიფათო ზიგი ბადიბანგა მგონია, რომელსაც უკვე კარგად ვიცნობთ, რადგან შარშან „შერიფში“ თამაშობდა და ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა. ვიმედოვნებ, კარგ თამაშს ჩავატარებთ და ჩვენ არავის გვეშინია“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ორდაბასისა“ და „საბურთალოს“ მატჩი 11 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

0.124316