ფეხბურთი

18:00 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" ლუქსემბურგში ჩავიდა

საჩხერის "ჩიხურა" ქალაქ ლუქსემბურგშია. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, "ჩიხურა" ლუქსემბურგში ჩარტერული რეისით გაემზავრა და სასტუმრო "ჰილტონში" დაბინავდა, დღეს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე კი მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.

"ჩიხურა" ლუქსემბურგში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: ზურაბ მწყერაშვილი; დინო ჰამზიჩი.

მცველები: ირაკლი კამლაძე; ოლეგ მამასახლისი; დავით მაისაშვილი; გიორგი კორიფაძე; ლაშა ჩიკვაიძე; დავით მეგრელიშვილი; შოთა კაშია.

ნახევარმცველები: რეზი ჩიტეიშვილი; თემო მარკოზაშვილი; ირაკლი ლექვთაძე; ბესო დეკანოიძე; მიშიკო სარდალიშვილი; დემურ ჩიხლაძე.

თავდამსხმელები: მიშიკო ერგემლიძე; გიორგი ფანცულაია; რატი არდაზიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 11 ივლისს, საჩხერელები უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით "ფოლს ეშს" ეთამაშებიან.

0.136671