ჭადრაკი

23:40 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან

ბათუმის მერიის თასის დასრულებამდე 1 ტური რჩება, ერთპიროვნული ლიდერის მანტია კი სომეხმა შანტ სარგსიანმა (2529) მოირგო, რომელმაც დღეს აზერბაიჯანელ რავან ალიევს (2385) სძლია და 6.5 ქულა მოაგროვა.

სარგსიანს ნახევარქულიანი ჩამორჩენით ქართველი მოჭადრაკეები თორნიკე სანიკიძე (2509), ლევან ფანცულაია (2612) და დავით მაღალაშვილი (2485) მისდევენ.
ბოლოსწინა მე-8 ტურში სანიკიძე შავი ფიგურებით მიხეილ კეკელიძეს (2378) დაუზავდა, ფანცულაიამ უზბეკ ალექსეი ბარსოვს (2397) სძლია, მაღალაშვილმა კი – დავით ლომსაძეს (2292).
დასკვნითი ტური 10 ივლისს ჩატარდება: კეკელიძე სარგსიანს ეთამაშება, მაღალაშვილი – ღარიბიანს, სანიკიძე – ურაზაიევს.

0.11805