ჩოგბურთი

23:20 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი საწყის წრეში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი გერმანიის ქალაქ მარბურგში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) წარუმატებლად ჩაერთო.

დღეს, მეტრეველი ჩეხ რობინ სტანეკს გაეჯიბრა და 4:6, 6:7 (1:7) დამარცხდა. წყვილებში მეტრეველი და თურქი ტუნა ალტუნა ჰოლანდიელების – იესპერ დე იონგისა და რიან ნიიბოერის დამარცხებას ეცდებიან.

0.113146