ჩოგბურთი

23:10 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალისტები ცნობილია

უიმბლდონზე ქალთა შორის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. სერენა უილიამსი ბარბორა ზაჰლაჰოვა-სტრიკოვას შეხვდება, ხოლო სიმონა ჰალეპი - ელინა სვიტოლინას.

1/4-ფინალში სერენ უილიამსმა მძიმე ბრძოლაში თანამემამულე ალისონ რისკე 6:4, 4:6, 6:3 დაამრცხა და კარიერაში უიმბლდონის ნახევარფინალში მეთორმეტედ გავიდა. სერენას უიმბლდონი შვიდჯერ აქვს მოგებული.

სიმონა ჰალეპმა შუაი ჟანგს 7:6, 6:1 მოუგო. პირველ სეტში ჩინელი 4:1-ს იგებდა, თუმცა რუმინელმა სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანას, სადაც 7:4 იმარჯვა.

სტრიკოვამ კონტას 7:6, 6:1 აჯობა. 33 წლის სტრიკოვა გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ამ ასაკში პირველად უიმბლდონის ნახევარფინალში გააღწია.

ნახევარფინალური შეხვედრა 11 ივლისს გაიმართება.

0.177345