ჰოლანდიური "აიაქსის" სერბმა ნახევარმცველმა დუშან ტადიჩმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა და კონტრაქტიც გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ტადიჩს აქამდე კონტრაქტი 2022-წლამდე აკავშირდებდა, ახლა კი ბალკანელი ამსტერდამულ გუნდში 2023-წლამდე დარჩება.
2018 წელს ტადიჩი "აიაქსში" "საუთჰემპტონიდან" გადავიდა. განვლილ სეზონში დუშანმა ყველა ტურნირზე ერთად 56 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 38 გოლი გაიტანა.