ფეხბურთი

10:49 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: „მესიმ ბრაზილიელების მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნა“

ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი, ახლადდასრულებული კოპა ამერიკას საუკეთესო ფეხბურთელი, დანი ალვეში, ლიონელ მესის ბრაზილიელების მიმართ ნათქვამს გამოეხმაურა.

„მეგობრები ყოველთვის მართლები არ არიან, მხოლოდ იმიტომ რომ მეგობრობენ. შეიძლება აღელვებულმა რაღაც თქვა, მაგრამ მესის არ დავეთანხმები. ჯერ ერთი, მან ბრაზილიელების მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნა. მეორეც, მან ჩირქი მოსცხო პროფესიონალებს, რომლებიც ტურნირზე ჩამოვიდნენ, ბევრი პრობლემა გვერდით გადადეს და ოცნებისთვის იბრძოდნენ.

მე ისეთი მეგობარი ვარ, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს. ამიტომ, ვფიქრობ, მესი არ იყო მართალი, როცა ასეთ სიტყვებს ამბობდა.“ - ციტირებს ალვეშის სიტყვებს Bem Amigos.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ნახევარფინალში, ბრაზილიასთან წაგების შემდეგ (0:2), არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ჟურნალისტებს უთხრა: აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ბრაზილიელებს გაამარჯვებინონო.

0.126939