„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ნეიმარი ფრანგული გუნდის შეკრებაზე არ გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას პარიზელთა ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კლუბი განიხილავს საკითხს და შესაბამის ზომებს მიიღებს:
„ფეხბურთელი გამოძახებული გახლდათ შეკრების საწყის ეტაპზე, მაგრამ ის თვითნებურად არ გამოცხადდა შეთანხმებულ დროსა და ადგილას. პსჟ გმობს ამ სტუაციას და შესაბამის ზომებს მიიღებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
საინტერესოა, რომ ნეიმარი გუშინ რიო დე ჟანეიროში იმყოფებოდა და კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფს ზეიმობდა. შეგახსენებთ, სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს პსჟ-ს დატოვების სურვილიც ამოძრავებს და „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა.