ძიუდო

18:40 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რინერი ჩემპიონობით დაბრუნდა

წარმატებული გამოდგა ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტის ტედი რინერის ტატამზე დაბრუნება. 30 წლის გოლიათი სხვადასხვა მიზეზთა გამო, საქმეში დაახლოებით წელიწადნახევარი არ გვიხილავს, თუმცა, მონრეალის გრან პრიზე მაინც აშკარა ფავორიტის რანგში ჩავიდა და პირველობა არავის დაუთმო.

სხვა საქმეა, რომ რინერის დომინაცია ძველებურად აშკარა არ ყოფილა. ტედიმ საწყის რაუნდებში ამერიკელ აიაქს ტადეჰარასა და რუმინელ ვლადუტ სიმონესკუს დამაჯერებლად აჯობა, ნახევარფინალსა და ფინალში კი, შესაბამისად, ჩეხ ლუკაშ კრპალეკსა და იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას მხოლოდ “გოლდენ სქორში” სძლია.
ცნობისთვის, რინერს ოლიმპიური თამაშები 2-ჯერ აქვს მოგებული, მსოფლიოს ჩემპიონი 8-ჯერ ყოფილა, ევროპის კი – 5-ჯერ. ცხადია, ფრანგი ლეგენდის მორიგი სამიზნე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაა, მანამდე კი, მისი გეგმების შესახებ უცნობია.

აქვე კანადაში გამართული ვაჟთა ტურნირის სრული შედეგები:

60 კგ.
1. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)
2. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
3. ადონის დიაზი (აშშ)
3. ჰარიმ ლი (სამხრეთ კორეა)

66 კგ.
1. ხერლენ განბოლდი (მონღოლეთი)
2. კენეტ ვან განსბეკე (ბელგია)
3. ნატონ ბარნსი (ირლანდია)
3. ჯეიკობ ვალუა (კანადა)

73 კგ.
1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)
2. ვიკტორ სკვორცოვი (არაბეთის გაერთიანებული ემირატები)
3. ენტონი ბუშარი (კანადა)
3. ენტონი ზინგი (გერმანია)

81 კგ.
1. ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
2. ენტონი ვალუა-ფორტიე (კანადა)
3. მატიას სისე (ბელგია)
3. ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)

90 კგ.
1. მაშუ ბეიკერი (იაპონია)
2. კოლტონ ბრაუნი (აშშ)
3. რაფაელ მასედო (ბრაზილია)
3. მილან რანდლი (სლოვაკეთი)

100 კგ.
1. რამადან დარვაში (ეგვიპტე)
2. შადი ელნაჰასი (კანადა)
3. ლეონარდო გონსალვეში (ბრაზილია)
3. კაილ რეიესი (კანადა)

+100 კგ.
1. ტედი რინერი (საფრანგეთი)
2. ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია)
3. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
3. დავიდ მოურა (ბრაზილია)

0.065576