"შარლოტ ჰორნეტსის" ყოფილი 29 წლის კალათბურთელი კემბა უოლკერი "ბოსტონ სელტიკსის" კალათბურთელია, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რაშიც მოთამაშე 141 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში, უოლკერი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 25.6 ქულას, 5.9 პასს, 4.4 მოხსნას და 1.2 ჩაჭრას აგროვებს.