28 წლის ცენტრი დემარკუს კაზინსი "ლეიკერსის" კალათბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კაზინსმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც 3.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
"ლეიკერსმა" კაზინსამდე კიდევ ერთი ცენტრი ენტონი დევისი გაიფორმა.
კაზინსი განვლილ სეზონში "გოლდენ სტეიტში" ირიცხებოდა, თუმცა ტრავმების გამო გუნდს უმეტესწილად ვერ ეხმარებოდა.