ფეხბურთი

0:17 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის ერთა თასი: მასპინძელი ეგვიპტე გავარდა, მწვრთნელი აგირე მაშინვე გაათავისუფლეს

ეგვიპტეში მიმდინარე აფრიკის ერთა თასზე, მერვედფინალების ჯერი დადგა და პირველი სენსაციაც მოხდა: მასპინძელი ეგვიპტე სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან 0:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ერთადერთი გოლი „ორლანდო პაირეტსის“ ნახევარმცველმა, თემბინკოსი ლორჩმა გაიტანა. „ბაფანა ბაფანა“ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნიგერიას შეხვდება.

მატჩის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში ეგვიპტელთა მექსიკელი მწვრთნელი, ხავიერ აგირე გაათავისუფლეს. 60 წლის სპეციალისტი „ფარაონებს“ 2018 წლიდან მოძღვრავდა. მერვედფინალის დამთავრების შემდეგ კი მას პრესკონფერენციაზე თითქმის არაფერი უთქავამს. მარცხისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და წავიდა.

სალაჰი და კომპანია კი ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობნენ.

საინტერესოა, რომ ეგვიპტე მეხუთედ მასპინძლობდა აფრიკის ერთა თასის გათამაშებას და აქედან სამჯერ ტურნირის გამარჯვებული გახდა (1959, 1986, და 2006). ხოლო 1974-ში ნახევარფინალში ზაირთან (ამჟამად დრ კონგო) წააგო.

0.143829