სხვა

12:50 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ სუმოისტთა წარუმატებელი სტარტი ნაგოიაში

ნაგოიას ბაშო ქართველი სუმოისტებისთვის წარუმატებლად დაიწყო. შეჯიბრის სასტარტო დღეს ორივე ჩვენებური დამარცხდა.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით ჩართული ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ენდოს გაეჯიბრა და უვატედაშინაგეთი წააგო.
ქართველ სეკიტორს ენდოსთან ძალიან უჭირს და ცბიერმა იაპონელმა ჩვენებურს კვლავაც ნაცნობ სტილში აჯობა. ტოჩინოშინმა მძლავრი სასტარტო შეჯახება განახორციელა და მეტოქე დოჰიოს კიდესთან ჰყავდა, როდესაც ის გამოეცალა და ლევანიც დოჰიოზე აღმოჩნდა.
ხვალ, გორგაძის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელთანაც ჩვენებურს თანაბარი ბალანსი (6 მოგება, 6 მარცხი) აქვს. ამ უკანასკნელმა დღეს დასავლეთის პირველი სეკივაკე ტამავაში დაჯაბნა.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ფეხი დაუცდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველი გოლიათი ივლისის სუპერტურნირს დასავლეთის მე-2 განთესვით შეხვდა, თუმცა, აღმოსავლეთის მე-2 ნომერ იშიურას ჰენკასთან ვერაფერი გააწყო და კატასუკაშით დამარცხდა.
ნაგოია ბაშოს მე-2 დღეს გაგამარუს პირისპირ დასავლეთის პირველი რეიტინგის მქონე აძუმარიუ დადგება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ქართველი სუმოისტი 6:8 მარცხდება.

0.127519