ძიუდო

1:20 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

თუთაშვილი უმედლოდ დარჩა

იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე საზაფხულო უნივერსიადაზე ძიუდოისტთა ტურნირი ქართული დელეგაციისთვის წარუმატებლად დასრულდა.

გუშინ ტატამზე გიორგი თუთაშვილი (66 კგ.) გავიდა, რომელმაც პირველი წრე გამოტოვა, მეორეში კი ბრაზილიელ ვილიან ლიმას გაეჯიბრა და იპონით დამარცხდა. ვინაიდან თავად ლიმა შეჯიბრს მეოთხედფინალში გამოეთიშა, ქართველ ძიუდოისტს რეპეშაჟში გადართვის შანსიც აღარ მისცემია.
ამგვარად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა უნივერსიადაზე 2 მედალი მოიპოვეს: ლაშა ბექაურმა (90 კგ.) ვერცხლი დაისაკუთრა, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) კი – ბრინჯაო.

0.115925