ჩოგბურთი

23:40 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა უიმბლდონს გამოეთიშა

წლევანდელ უიმბლდონზე საქართველოს წარმომადგენელი აღარ ჰყავს: ნიკოლოზ ბასილაშვილის კვალად, შეჯიბრს ოქსანა კალაშნიკოვაც გამოეთიშა.

დღეს, წყვილთა თანრიგის მე-2 წრეში კალაშნიკოვა და ჩინელი ქსინიუნ ჰანი რუმინელებს – ირინა ბეგუსა და მონიკა ნიკულესკუს გაეჯიბრნენ და სამ სეტში 3:6, 6:3, 0:6 დამარცხდნენ.

0.118201